ბოლო განახლება: 2026-08-04
აპლიკაციაში არ არის ანალიტიკის, რეკლამის ან თვალთვალის არცერთი SDK. არ ვაგროვებთ ლოკაციას, კონტაქტებს, ფოტოებს, საკონტაქტო წიგნს და არანაირ საგადახდო მონაცემს.
სხვას არავის. მონაცემებს არ ვყიდით და გაცვლის საგნად არ ვაქცევთ.
მნიშვნელოვანი: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, ss.ge, copart.com, livo.ge, myparts.ge და myjobs.ge-ს ჩვენი სერვერი ამოწმებს, შენი ტელეფონი კი — არა. ამ საიტებს შენი IP-მისამართი და მოწყობილობა არასდროს უჩანთ.
ანგარიშის მონაცემები ინახება მანამ, სანამ ანგარიში არსებობს. წაშლის მოთხოვნისას ვშლით ანგარიშს, მის ფილტრებსა და შეტყობინებების ისტორიას. განცხადებების საჯარო მონაცემები, რომლებიც 90 დღეა აღარსად ჩანს, ავტომატურად იშლება.
კავშირი HTTPS-ით არის დაშიფრული, პაროლები Argon2id-ით ჰეშირებული, ბაზა კი ინტერნეტიდან მიუწვდომელია.
ანგარიშის წაშლა თავად შეგიძლია — აპლიკაციაში ანგარიშის გვერდიდან ან ბრაუზერში /account/delete-ზე; წაიშლება ანგარიში, ფილტრები, შეტყობინებების ისტორია და მოწყობილობები. მონაცემების ასლისთვის ან თუ შესვლა ვეღარ ხერხდება — მოგვწერე giogajishvili@gmail.com. აპლიკაცია არ არის განკუთვნილი 16 წლამდე მოზარდებისთვის.